2017-11-21
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეხვედრა მის აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ბატონ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, ა.წ. 21 ნოემბერს, ეწვია მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაში.
შეხვედრას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, რომელმაც სტუმარს გააცნო უნივერსიტეტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორია, სტრუქტურა, ესაუბრა საერთაშორისო კავშირებზე.
ბრიტანეთის ელჩმა თავის მხრივ ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის კავშირებზე საგანმანათლებლო სფეროში. მან ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშორმლობის გაღრმავების შესაძლებლობებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და ბრიტანული უნივერსიტეტების შესაბამის ფაკულტეტებს შორის. ისაუბრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შესახებ; დასასრულს, სტუმარმა დიდი მადლობა გადაიხადა მოწვევისათვის და დამსწრე აუდიტორიის მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.
« იხ. ყველა სიახლე