2018-03-28
BDO აკადემიის სერტიფიკატები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
უკვე მეორე წელია, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის მოდულის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ბალანსის“ სწავლება დაინერგა. რომელსაც უძღვება ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი.
წელს თსუ-ის შვიდმა სტუდენტმა: ლელა გაბარაშვილმა, სალომე წვერავამ, სალომე დვალიშვილმა, ქეთი იმერლიშვილმა, სალომე სოფრომაძემ, გიორგი ბურდულმა და მაია ეჯიბაშვილმა აღნიშნული პროგრამის სალექციო კურსის გამოცდა BDO აკადემიაში მაღალი წარმატებით ჩააბარეს. BDO აკადემიამ სტუდენტების მომზადების მაღალი დონე შესაბამისი სერტიფიკატებით დაამოწმა.

« იხ. ყველა სიახლე