ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, თსუ აკადემიურმა საბჭომ № 107/2018 დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობისათვის, საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებულ პროფესორ ჯემალ ხარიტონაშვილს მიანიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.