2018-09-26

სტუდენტური კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტური კონფერენცია: ბიზნეს ინოვაციები.

თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებით გამოვიდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები:

-    სალომე კახიძე:  “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია- შესაძლებლობები და გამოწვევები”;
-    ლელა ძეგველიშვილი: “ქართული ფირმების საგარეო ბაზროს შერჩევის მეთოდები”;
-    თამარ ჭაბაშვილი: “ბიზნესის გლობალიზაცია- მიზეზები და ინტერესები”;
-    ანა ხარაიძე: “უმუშევრობა და ეფექტიანი დასაქმების მიმართულებები საქართველოში”;
-    სალომე მამაცაშვილი: “საქართველოს საგადასახადო სისტემა”;
-    ირაკლი ბერუჩაშვილი: “მიგრაციის ზოგადი სოციალურ- ეკონომიკური შედეგები”.











Print

« იხ. ყველა სიახლე