ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტური კონფერენცია: ბიზნეს ინოვაციები.
თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებით გამოვიდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები:
- სალომე კახიძე: “საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია- შესაძლებლობები და გამოწვევები”;
- ლელა ძეგველიშვილი: “ქართული ფირმების საგარეო ბაზროს შერჩევის მეთოდები”;
- თამარ ჭაბაშვილი: “ბიზნესის გლობალიზაცია- მიზეზები და ინტერესები”;
- ანა ხარაიძე: “უმუშევრობა და ეფექტიანი დასაქმების მიმართულებები საქართველოში”;
- სალომე მამაცაშვილი: “საქართველოს საგადასახადო სისტემა”;
- ირაკლი ბერუჩაშვილი: “მიგრაციის ზოგადი სოციალურ- ეკონომიკური შედეგები”.