თსუ–ს და ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი სადოქტორო სემინარი და თემატური მრგვალი მაგიდა
ამა წლის 10-15 აპრილს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტის აღრიცხვისა და კონტროლინგის მიმართულების პროფესორთა და მეცნიერ–თანამშრომელთა 9 კაციანი ჯგუფი, პროფესორ იოჰენ ციმერმანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში საგაზაფხულო სადოქტორო სემინარისა და თემატური მრგვალი მაგიდის მოწყობა.