აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ინიციატივითა და ხელშეწყობით, 2013 წლის 2-5 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრობდა აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორები: ეიუკ აკტეპე (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი და სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი) ნატიკ გურბანოვი, ასიმან გულიევი და დოქტორი ფარიზ აჰმადოვი.
წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით გაიმართა შეხვედრები ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის აკადემიურ პერსონალთან, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან ბატონ აკაკი ხელაძესთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილთან. შეხვედრებზე დასმული და განხილული იქნა თსუ–სა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრაზე შეხვედრის დროს სრულმა პროფესორმა სიმონ გელაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო კათედრის როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიღწევები და საზღვარგარეთელ კოლეგებთან თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები. სტუმრებმა დიდი სურვილი გამოთქვეს კათედრასთან ფართო თანამშრომლობისა.
თსუ–ის რექტორთან, ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრისას აზერბაიჯანელმა სტუმრებმა წარმოადგინეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს პერიოდში ის ოფიციალურად გაფორმდება, რასაც ბატონი რექტორიც დაეთანხმა.
აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის საერთაშორისო აქტიურობის მაღალ დონეზე, რაც სტუმრებთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა აკაკი ხელაძემ.