2018-12-14
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გრანტის შედეგების პრეზენტაცია და სემინარი
2018 წლის 18 დეკემბერს, 16 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის N208 აუდიტორიაში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი ჩაატარებს სემინარს, სადაც წარმოდგენილი იქნება სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გრანტის: „დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ საბოლოო ანგარიში და კვლევის შედეგები.მომხსენებელს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორს, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მარკეტინგის სპეციალობით. 2015 წელს მან დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ექსპორტის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში"
« იხ. ყველა სიახლე