2018-12-14
2018 წლის 18 დეკემბერს, 16 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის N208 აუდიტორიაში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი ჩაატარებს სემინარს, სადაც წარმოდგენილი იქნება სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გრანტის: „დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ საბოლოო ანგარიში და კვლევის შედეგები.
მომხსენებელს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორს, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მარკეტინგის სპეციალობით. 2015 წელს მან დისერტაცია დაიცვა თემაზე: "ექსპორტის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში"
« იხ. ყველა სიახლე