2017 წლის 7 დეკემბერს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო ქართულ ენაში მომზადების პროგრამისა და თსუ ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო ღონისძიებაში. კერძოდ, გამართა შეხვედრა 1+4 პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ჩავლეიშვილმა, პროფესორმა იოსებ ხელაშვილმა და დოქტორანტმა ნინო ლობჟანიძემ. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა 1+4 პროგრამის სტუდენტებს გააცნეს ფაკულტეტის ისტორია, სასწავლო პროგრამები, სამეცნიერო და პრაქტიკული სახის აქტივობები. პასუხები გაეცა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.