2018-05-31

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ნათია თურნავას საჯარო ლექცია თემაზე „საინვესტიციო გარემო საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 31 მაისს, სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია თურნავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საინვესტიციო გარემო საქართველოში“.

ლექცია ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში. დამსწრე სტუდენტებს მიეცათ მსჯელობისა და კითხვის დასმის საშუალება.

ქალბატონი ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა 2013 წლიდან. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით, ხოლო მის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შვიდი წლის განმავლობში ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა და იმ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობდა, რომლებმაც 2007 წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. მისი სამუშაო გამოცდილება, ასევე მოიცავს ხელმძღვანელს თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, როგორებიცაა: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური, თბილისის საკრებულო, სახელმწიფო კანცელარია. მას გავლილი აქვს ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები, გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამა.



Print

« იხ. ყველა სიახლე