2017-10-19

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის საჯარო ლექცია ,,ეკონომიკური თავისუფლება - კეთილდღეობის წინაპირობა’’ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

19 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,ეკონომიკური თავისუფლება - კეთილდღეობის წინაპირობა’’.

ახალი ეკონომიკური სკოლა ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი არაკომერციული ინსტიტუტია ,რომელიც შეიქმნა 2001 წელს, ოფიციალურად დარეგისტრირდა 2002-ში. ინსტიტუტი ემხრობა ავსტრიული ეკონომიკური სკოლისა და საზოგადოებრივი არჩევანის სკოლის იდეებს. მისი მთავარი ღირებულებებია მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი და სუბიექტივიზმი.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.




Print

« იხ. ყველა სიახლე