სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი
დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე
მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,
55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა",
"ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო
პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29
ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29
ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2.
განისაზღვროს სსიპ - ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019
სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება - 25 ივნისი - 2 ივლისი და 29 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება
დოქტორანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და
მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი
კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც
მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 7
სექტემბერი;
ლ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
მ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
ნ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
ო) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11 - 13 სექტემბერი;
პ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 14 სექტემბერი;
ჟ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 17 – 18 სექტემბერი
რ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ
სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა
სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
ს) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
3.
განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის
დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი
ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების
თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან
გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი
საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად
დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების
აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
4.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე