2018-10-15
საჯარო ლექცია ,,ეფექტიანი პროექტების საკვანძო კომპონენტები“
ღია საჯარო ლექცია თემაზე : ,,ეფექტიანი პროექტების საკვანძო კომპონენტები“ლექციის ჩატარების ადგილი და დრო: თსუ მაღლივი კორპუსი, 25 ოქტომბერი,
410 აუდიტორია, 12.00 საათი.
იასეკ სტროინი - რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) აკადემიური პერსონალი, დამოუკიდებელი ექსპერტი მენეჯმენტის მეთოდებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში, 15 წლიანი პროფესიული მუშაობის გამოცდილებით. იგი კოორდინაციას უწევდა და მონაწილეობდა რეორგანიზაციის 90-ზე მეტ პროექტს. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავს ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკითხებს. იგი არის საერთაშორისო პროექტის მენეჯმენტის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ,,ბრწყინვალე პოლონური პროექტის“ კონკურსის შემფასებელი. აქტიურად ჩართულია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებაში პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.
« იხ. ყველა სიახლე