სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

ცხადდება "ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების კონკურსში" მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი უნდა წარადგინონ:

1) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;

5) საბანკო რეკვიზიტი ლიბერთი ბანკიდან პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით (განცხადებაში ასევე მიუთითეთ აქვს თუ არა პლასტიკურ ბარათს მოქმედების ვადა ამოწურული).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 17 მაისი , 17:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 204ა აუდიტორია.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია