ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატებმა საკონკურსო საბუთები წარმოადგინონ
2018 წლის 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით.
მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.
საბუთების ჩამონათვალი:
ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სტუდენტის სასწავლო ბარათი.
შენიშვნა:
საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა) დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე;
ბ) დოქტორანტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
გ) დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტებზე;
დ) პირველი სემესტრის დოქტორანტებზე;
ე) სხვა სახის დაფინანსების მქონე დოქტორანტებზე.
საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საბუთები მიღებას არ ექვემდებარება და განმცხადებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
კონკურსანტის მიერ საბუთების მიღების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
დანართი N1
დანართიN2