ცხადდება "ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების კონკურსში" მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი უნდა წარადგინონ:

1) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
(იხ. ბმული)

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, კონფერენციის პროგრამა;

4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;

5) საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან). პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 17 დეკემბერი, 18:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 204ა აუდიტორია.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია