ამერიკელი პროფესორის როჯერ რიტვოს ლექცია–სემინარების კურსი საგანში „ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი“ დასრულდა. წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საგანში „ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი“ ლექციეა–სემინარებს უძღვებოდა ამერიკელი პროფესორი და მკვლევარი როჯერ რიტვო. კურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე და გაგრძელდა ერთი სემესტრის განმავლობაში.
26 დეკემბერს ჩატარდა დასკვნითი ლექცია, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა აკაკი ხელაძემ და პროფესორმა როჯერ რიტვომ სპეციალური სერტიფიკატებით წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
პროფესორი როჯერ რიტვო საქართველოს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო საქართველოში მას ახორციელებს აშშ-ის საელჩო.