2018-11-12
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრისა (TBSC) და საქართველოს 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანაორგანიზებით ატარებს ბიზნეს-ოლიმპიადას (ბიზნეს ქეისების შეჯიბრი) 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით. თითოეული უნივერსიტეტი შეჯიბრში მონაწილეობს არაუმეტეს 6 სტუდენტით დაკომპლექტებული გუნდით.
პროექტის მხარდაჭერა ხორციელდება წამყვანი ბიზნეს კომპანიების მხრიდან.
ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებისთვის გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები და სხვა ფასეული პრიზები, მათ შორის:
პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის - 6000 ლარი;
მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის - 3000 ლარი;
მესამე ადგილზე გასული გუნდისთვის - 1500 ლარი.
შეჯიბრი ითვალისწინებს ბიზნეს ქეისების ანალიზს და პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე, შესაბამისად სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომელთა GPA არის არანაკლებ 3,6 რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე : 577799740
« იხ. ყველა სიახლე