2018-09-01
სტუდენტთა საყურადღებოდ - „სწავლის ხელშეწყობის ფონდის “ განცხადება
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით. ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
· ანკეტა ;
· პირადობის მოწმობის ასლი;
· სტუდენტის სასწავლო ბარათი;
· ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
· სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთები მიიღება: 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე (ჩათვლით); მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 571 626 320;
« იხ. ყველა სიახლე