ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-09-01

სტუდენტთა საყურადღებოდ - „სწავლის ხელშეწყობის ფონდის “ განცხადება

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი (lpf.ge)“ აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი წარმატებული  (CPA 3.5-ზე მეტი) სტუდენტებისგან, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით. ფინანსური დახმარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

·            ანკეტა ;
·            პირადობის მოწმობის ასლი;
·            სტუდენტის სასწავლო ბარათი;
·            ბანკში პირადი ანგარიშის ნომერი;
·            სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

საბუთები მიიღება: 2018 წლის  3 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე (ჩათვლით); მიღების საათები: 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე.
მისამართი:  თბილისი, უნივერსიტეტის ქ.  N 2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი,  მე-6 სართული, ოთახი 607;
ტელეფონები: 2 303 217; მობ: 593 273 092; 571 626 320;

Print

« იხ. ყველა სიახლე