2018 წლის 30 იანვარს, თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ისტორიის ამსახველი ნაშრომის - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (1918-2018) პრეზენტაცია. გამოცემა მიეძღვნა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ნაშრომის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწვალებლები, ფაკულტეტის ყოფილი დეკანები და მოწვეული სტუმრები და სხვები.