2017-12-07
ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!
სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი , ასევე იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარადგინონ:ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხილე ბმული);
ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით;
დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
ე) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით;
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 12 დეკემბერი, 18:00 სთ.
საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311 ოთახი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
« იხ. ყველა სიახლე