2017-11-30

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა კომაროვის სკოლას ეწვია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, ა.წ. 29 ნოემბერს, ქალაქ თბილისის 199-ე, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, საერთაშორისო ბიზნესის კათედრის მოწვეული პროფესორი გივი ბედიანაშვილი, თსუ „ნორჩი ეკონომისტის სკოლის“ კოორდინატორი მარი უკლება და ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს დედა უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, ფაკულტეტის დღევანდელი სტრუქტურა და არსებული სასწავლო პროგრამები. 

კომაროვის სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის წარმომადგენლების სტუმრობამ და მათ, სწავლის პირობების შესახებ, სტუმრებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე