2018-04-17

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც იღებენ სოციალურ გრანტს

ყურადღება! სოციალური გრანტის მქონე ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, უფასოდ გაიარონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროეტის, Certus-ის ერთი სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

Certus ერთი მხრივ კარიერული განვითარების ხელშემწყობი პორექტია, მეორე მხრივ კი მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს პროექტის ფარგლებში აღებული ენის სერტიფიკატის წარდეგნა  შეუძლიათ პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში, ენის გამოცდის ჩაბარების ნაცვლად.

Certus - რეგისტრაცია ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებისათვის - მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატთათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისათვის

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://naec.ge/#/ge/post/1734
 
ასევე იხილეთ: https://online1.naec.ge/certus

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი ტესტირება და თარიღი. ტესტირების არჩევა/გავლა მონაწილეებს 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

მივმართავთ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც იღებენ სოციალურ გრანტს და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში უფასოდ, 25 აპრილამდე მოგვწერონ მისამართზე economics@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე