ანაზღაურებადი სტაჟირება ბანკ "რესპუბლიკაში" დასაქმების პერსპექტივით

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

ბანკი "რესპუბლიკა" გთავაზობთ:


პოზიციის სახელწოდება: განვადების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
კონტრაქტის ტიპი: სტაჟირება
კონტრაქტის ვადა: 3–6 თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული 50 ლარი +  ბონუსი გამომუშავებით
 
სამუშაოს აღწერილობა:
•    განვადების ობიექტში კლიენტის დახვედრა და განვადების პირობების გაცნობა
•    კლიენტის მონაცემების შეფასება ბანკის პროდუქტების მოთხოვნებთან მიმართებაში
•    კლიენტის დარეგისტრირება მონაცემთა ბაზაში
•    დოკუმენტაციის მოწესრიგება
•    ყოველდღიური ანგარიშგება სათაო ოფისთან
 
მოთხოვნები:
 განათლება: უმაღლესი, ბიზნესთან, ეკონომიკასთან დაკავშირებულ სფეროში
 ტექნიკური უნარები: არითმეტიკული აზროვნება
 პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული.
 
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ფოტო სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

  internship@republic.ge

არა უგვიანეს 2013 წლის 10  მაისისა
.

გთხოვთ  პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.