2018-02-22
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარი
გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის აბიტურიენტთა ცნობარი.ეს მნიშვნელოვანი ბროშურა გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის იმ აბიტურიენტებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მიიღონ ეკონომიკური განათლება. დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციის მიწოდებით, მათ დიდ დახმარებას გავუწევთ, ადვილად გადაწყვიტონ სად გააგრძელონ სწავლა და თუ რატომ უნდა აირჩიონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
ცნობარში მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული თუ რას წარმოადგენს სტუდენტებისათვის ფაკულტეტი დღეს, რა თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებს, რა სპეციალობებს სთავაზობს, რა პერსპექტივებს, რა გზებს უხსნის.
გამოცემაზე მუშაობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი მარი უკლება.
« იხ. ყველა სიახლე