ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-25

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება (ოქმი №2) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 დეკემბრის №135/2013 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ადგენს:

1.    გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები;
2.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2018 წლის 30 მარტს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე;
3.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ კანდიდატთა განცხადებების მიღება განხორციელდეს 2018 წლის 5 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით (9:00 საათიდან 17:00 საათამდე) მისამართზე: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქ. №2, X (მაღლივი) კორპუსი, ოთახი №310.
4.    დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე (განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.)
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) 2 (ორი) ფოტოსურათი (3X4);
ე) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ვ) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ზ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები რეგულირდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 დეკემბრის №135/2013 დადგენილების საფუძველზე

დამატებით იხილეთ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება



Print

« იხ. ყველა სიახლე