2017-10-13

ბრემენის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) მოკლევადიანი მობილობისათვის გამოყოფილი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
აპლიკანტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან გერმანულ ენას.
მასპინძელი უნივერსიტეტის დეპარტამენტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.controlling.uni-bremen.de/en/

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ათი დღე (მობილობა უნდა განხორციელდეს ა/წ  31 დეკემბრამდე)
სტიპენდიის მოცულობა: 890 ევრო

შერჩეულმა სტიპენდიანტმა თავად უნდა აანაზღაუროს ბრემენში ცხოვრების, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯები!!!

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•    დოკუმენტაციის შემოწმება (თსუ)
•    გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თსუ)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 21 ოქტომბრის 23:59 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში)
შემდეგ ელ-ფოსტაზე: dfronline_de@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
•    პასპორტის ასლი
•    ცნობა  პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმნის ბეჭდით დამოწმებული)
•    მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ /გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
•    მოტივაციის წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე)
•    სამუშაო გეგმა (ინგლისურ/გერმანულ ენაზე)
•    წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან (ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადმოგზავნილი)

შენიშვნა:
არასრულყოფილი და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: dfronline_de@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე