თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან
12 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად თსუ სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაივლიან. ამასთან, სამინისტრო ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მონაწილეობას ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. თავის მხრივ, თსუ სამინისტროს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს.