20 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ინიციატივით გაიმართება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
სხდომას, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე ხარაბაძემ. სიტყვით გამოვიდნენ პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის მოწაფეები და კოლეგები: გედეონ ხელაია, როინ ქუტიძე, მერაბ ჯიქია, ნანა სრესელი, იზოლდა ჭილაძე, ანჟელი ხორავა, გიგა ღავთაძე, დალი სოლოღაშვილი, მარიამ ყარსიმაშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის, 25-წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში ჩამოსული პროფესორი სიმონ სიმონიშვილი და სხვები.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ ხაზი გაუსვა ღვაწლოსილი პროფესორების საიუბილეო ღონისძიებების ჩატარებისა და უნივერსიტეტში ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას.