ბეჭდვა |/ დახურვა |
ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე მოღვაწე
შვედური კომპანია Evolution Gaming-
ი
აცხადებს ვაკანსიებს სტუდენტებისათვის.
ამ მიზნით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაინტერესებულ სტუდენტებთან კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება 27 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
სტუდენტები თავდაპირველად გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგებს, რომლებიც ასევე ანაზღაურებადია. კომპანიის თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან მოქნილი სამუშაო გრაფიკით, სამედიცინო დაზღვევით, ფასდაკლების ბარათით,
უფასო სატრენაჟორო
დარბაზით და
სხვა ხელსაყრელი პირობებით.
კომპანია Evolution Gaming- ი ჯერ ერთი წელიც არ არის რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. მას მსოფლიოს 1 3 ქვეყანაში აქვს ოფისები, მათ შორის არის აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი მალტა და სხვა. მხოლოდ რიგაში 3500 ადამიანზე მეტია დასაქმებული. საქართველოს ოფისში ამჟამად უკვე 1000 თანამშრომელია, თუმცა განზრახულია მათი რაოდენობის მკვეთრი მატება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!