2018-12-13
ცხადდება "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!
სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, უნდა წარადგინონ:ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ.დანართი);
ბ) სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;
გ) სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით;
დ) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
ე) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით;
ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 დეკემბერი, 18:00 სთ.
საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 311 ოთახი.
« იხ. ყველა სიახლე