2017-11-09

პოლონელი პროფესორის იაცეკ სტროინის საჯარო ლექცია სტუდენტებისათვის


6 ნოემბერს პოლონელმა პროფესორმა იაცეკ სტროინიმ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე  „თანამედროვე  პოლონეთის  ეკონომიკა: მიღწევები და პრობლემები“. ლექციას უმეტესად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები დაესწრნენ. მომხსენებელმა კონკრეტულად განიხილა პოლონეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის ეტაპები პოსტსოციალისტურ პერიოდში და ისაუბრა თანმდევი სირთულეების შესახებ.    

ლექციის შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსია, რაშიც დიდი აქტიურობა გამოიჩინეს სტუდენტებმა, რომლებმაც მრავალი შეკითხვა დაუსვეს მომხსენებელს.

პროფესორ იაცეკ სტროინის აკადემიური მასპინძელი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი. 








Print

« იხ. ყველა სიახლე