2018-10-02
რიგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ელინა-გაილე სარკანეს ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
2 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მიიღო რიგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ელინა-გაილე სარკანე. ლატვიელი სტუმარი თბილისში ჩამოვიდა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორის ნინო ფარესაშვილისა და უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის ნინო აბესაძის მოწვევით. საუბარი შეეხეო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო და სასწავლო-გაცვლითი ღონისძიებები, როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების დონეზე.
« იხ. ყველა სიახლე