2018-06-05

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ავთანდილ კასრაძის საჯარო ლექცია თემაზე: „სტარტაპები და მათი დაფინანსების წყაროები საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით 5 ივნისს, თსუ მაღლივ კორპუსში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „სტარტაპები და მათი დაფინანსების წყაროები საქართველოში“. ლექცია წაიკითხა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ. ლექცია ჩატარდა ინტერაქტიულ რეჯიმში, სტუდენტებს მიეცათ მსჯელობისა და კითხვის დასმის საშუალება.



ტექნოპარკი საქართველო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2016 წლის იანვარში დაფუძნდა. ტექნოპარკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიური სფეროს ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, აერთიანებს რა ეროვნულ ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიიღებს კონსულტაციებს იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე.


Print

« იხ. ყველა სიახლე