სტუდენტთა საყურადღებოდ! ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობებისა და პროცედურების შესახებ!
*** სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან ს წავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოსხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.
*** სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ (მიუხედავად იმისა, სწავლის რომელ საფეხურზე მიიღეთ მასში მონაწილეობა);
***სტაჟირებაზე ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 30 აპრილს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: stajireba.gov.ge;
***
პროგრამის ფარგლებში სტაჟირების შესაძლებლობა გეძლევათ საჯარო სექტორის
თითქმის ყველა უწყებასა და ორგანიზაციაში (დეტალურ ინფორმაციას გაეცანით
ბმულზე: http://www.stajireba.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის და ონლაინ რეგისტრაციამდე, თსუ-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები (თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს) 2018 წლის პირველი მარტიდან 30 მარტის ჩათვლით, უნდა მოხვიდეთ თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში და განაცხადოთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად, რის საფუძველზეც თქვენი მონაცემები გადაეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
საჯარო სამსახურის ბიურო თქვენს მონაცემებს ატვირთავს stajireba.gov.ge-ს ბაზაში და დაახლ. ერთი კვირით ადრე 30 აპრილამდე შეძლებდ ამ ვებგვერდზე პირადი ნომრის საშუალებით მონაცემების გადამოწმებას და ავტორიზაციას.
პროგრამაში წერილობითი თანხმობის შესავსებად მობრძანდით მოცემულ მისამართზე:
მისამართი: თსუ, II კორპუსი (ჭავჭავაძის 3), ოთახი #103; ტელ: 2 294565 ელ. მისამართი; career@tsu.ge
მობრძანდით მოცემული გრაფიკის მიხედვით:
ორშაბათი, სამშაბათი: 10:00 – 13:00 საათი, ხუთშაბათი, პარასკევი: 14:00 - 17:30 საათი
« იხ. ყველა სიახლე