ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-22

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

201 8 წლის 26 და 27 ოქტომბერს , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართება მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია : გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში ”.

წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს .

კონფერენციაზე მოწვეული არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. კერძოდ, მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოდგენილია 1 0 0-ზე მეტი ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.

კონფერენცია გაიხსება 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში (ილია ჭავჭავაძის გამზირი N1) .

პლენარულ სხდომას გაუძღვება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ თსუ რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი და მოწვეული სტუმები.

პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ:

-ვლადიმერ პაპავა , აკადემიკოსი , თსუ - ის პროფესორი - „ საქართველოს ეკონომიკური მოდელი :   სამომხმარებლო პარადოქსი და ტურისტული ხაფანგი ”;
-ვერონიკა ფლამბარდი, ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი - „ეკონომიკური მდგომარეობა საფრანგეთსა და ევროკავშირში“;
-ტატიანა სობოლევა, ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - „ინტელექტუალური საკუთრების მართვა გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კონტექსტში“;
-იაცეკ სტროინი, რჟეშჩოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი - „ადგილობრივ თვითმმართველობებში   თანამედროვე საჯარო მართვის   ძირითადი გამოწვევები“;

-იოსებ ხელაშვილი, თსუ-ის პროფესორი - საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები“.


პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, 14:00 საათზე, მუშაობა გაგრძელდება სექციებში, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში (უნივერსიტეტის ქუჩა N2) . კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია 14 სექცია.

მეორე დღეს, 2 7 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუმრებსათვის დაგეგმილია კულტურული პროგრამა.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე