ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-25

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

შპს „აპექსი“ ახორციელებს ბიზნეს-კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისთვის შეიქმნა საკუთარი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილ და საშუალო სიდიდის ქართულ კომპანიებში.
ვაპირებთ განვაახლოთ ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა და ავიყვანოთ 12 სტაჟიორი. ყველა, ვინც წარმატებით დაასრულებს სტაჟირების პროგრამას, ჩაირიცხება ჩვენი კომპანიის საკადრო რეზერვში. განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმებაზე ჩვენს კომპანიაში.
2013-2017 წლებში ჩატარებული ანალოგიური პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან 100% დასაქმებულია. თორმეტი მათგანი ჩვენს კომპანიაში დღემდე აგრძელებს მუშაობას.
სტაჟირების მიზანია შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის ჯგუფებში მუშაობას, ჩვენი კლიენტების პერსონალის გადამზადებას და მათ შემდგომ მხარდაჭერას.
სტაჟირების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიისა და პროგრამულ უზრუნველყოფა „Apex ERP“-თან მუშაობის შესწავლას.
ყველა მსმენელს ექნება საკუთარ მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება. მსმენელები კურსის მსვლელობისას მიცემულ დავალებებს პროგრამა „Apex ERP“-ში შეასრულებენ.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 კვირა;
ტრეინინგები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 2 ასტრონომიული საათის განმავლობაში; ყოველ შაბათს ჩატარდება ტესტირება.
შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
1.    რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს  რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
2.    ინდივიდუალური გასაუბრება;
3.    ტესტირება (ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ ამოცანებს. ტესტირება და  შედეგების გასწორება მოხდება ერთი დღის განმავლობაში, მონაწილეების თანდასწრებით).
შერჩეული სტაჟიორები სწავლის პერიოდში, ყოველი კვირის ბოლოს, გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტირებას განვლილი მასალიდან. ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე მსმენელებისთვის შეწყდება სტაჟირების პროგრამა.
უპირატესობა მიენიჭება სპეციალობებს: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ  ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge
ყურადღება: სტაჟირება უფასოა!
ტესტირება ჩატარდება 2018 წლის 20 ივლისს,  11:00 საათზე.
სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2018 წლის 25 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე: http://www.apex.ge და http://support.apex.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე