12 აპრილს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ მართავს დასაქმების ფორუმს თბილისში.


ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.

მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებს გეძლევათ შანსი კომპანიებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა. ასევე „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ქმნის რეზიუმეების ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების გამოცხადების შემთხვევაში. ამისათვის გთხოვთ, თანდართული აპლიკაციის ფორმა შეავსოთ და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: E-mail: cvjobfair@hr.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თქვენი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის დასახელება.

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 22 მარტამდე.