ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-03

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსელი სტუდენტების საყურადღებოდ! საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის უფასო სასწავლო კურსი „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას უსასყიდლოდ გაიარონ სასწავლო კურსი: „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“ და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატები.

აღნიშნულ კურსებზე მოსახვედრად, სტუდენტების შერჩევის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს სტუდენტურ კონკურსს.  

8 ოქტომბერს, 14:00-საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდოტორიაში გაიმართება შეხვედრა დაინტერესებულ სტუდენტებთან, სადაც  კონკურსის პირობებისა და კურსების  თემატიკის, განრიგისა და პირობების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციას.

დასწრება თავისუფალია!

 კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს:

Print

« იხ. ყველა სიახლე