2020-06-19

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს
გადაწყვეტილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21–ე მუხლის პირველი პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 მარტის № 22/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ
გადაწყვიტა:
არჩეულ იქნეს პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თანამდებობაზე  2020  წლის 19  ივნისიდან  4  წლის ვადით.
Print

« იხ. ყველა სიახლე