სტუდენტური თვითმმართველობა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო რომელიც შედგება ფაკულტეტიდან არჩეული 20 დელეგატისაგან.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა მონაწილეობს ფაკულტეტის მართვა-გამგეობაში, ხელს უწყობს სტუდენტთა კულტურული ცხოვრების განვითარებას და წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა ცენტრალურ დეპარტამენტებთან შეთანხმებით ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს შემდეგ სფეროებში:

•  განათლება
•  კულტურა
•  სპორტი
•  ტურიზმი

სტუდენტური თვითმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებსა, იმ მიზნით რათა დაიცვას სტუდენტთა უფლებები და აამაღლოს მათი განათლება საკუთარი უფლებების ცოდნის თვალსაზრისით. სტუდენტური თვითმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წარმოადგენს სტუდენტურ თვითმართველობას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ამჟამად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობის იურიდიული ფაკულტეტის თავმჯდომარეა ამავე ფაკულტეტის სტუდენტი და თვითმართველობის დელეგატი ბექა ბენდელიანი. ფაკულტეტის თავმჯდომარის არყოფნის ან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებენ მისი მოადგილეები ივერი ჭალიძე და მარიამ კვერნაძე.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმათველობაში გაწევრიანება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

საკონატაქტო ინფორმაცია: