ბეჭდვა |/ დახურვა |
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის დაიწყება 14 სექტემბრის 12:00 საათზე. ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.
ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით შემდეგი განრიგით:
14 სექტემბრის 17:00 საათიდან - 17:30 საათამდე;
15 სექტემბრის 17:00 საათიდან - 17:30 საათამდე.
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, რომელთაც ბაზაში უფიქსირდებათ II, III, IV და შემდეგი სემესტრები დაიწყება 20 სექტემბრის 17:00 საათზე. ის სტუდენტები, რომლებსაც სჭირდებათ I სემესტრის საგნების არჩევა, რეგისტრაციას შეძლებენ 20 სექტემბრის 17:00 საათიდან. ყველა საგანი გაიხსნება ერთდროულად.
სავალდებულო და არჩევით საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება ანბანური თანმიმდევრობით შემდეგი განრიგით:
20 სექტემბრის - 18:00 საათიდან 18:30 საათამდე;
21 სექტემბრის - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე;
22 სექტემბრის - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე;
23 სექტემბრის - 17:00 საათიდან 17:30 საათამდე.
გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე .
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge- დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით, არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას .
დისციპლინები: სამართლის მეთოდები (პროფესორი გიორგი ხუბუა), შესავალი გერმანულ სისხლის სამართალში (გერმანულად) (პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი ჰედრიხი), ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (პროფესორი კონსტანტინე კორკელია) ტარდება ინტენსიური კურსის ფორმატით. ამ დისციპლინების ჩატარების დრო ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მოგვიანებით. დისციპლინაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს ამ დისციპლინების დაწყების თარიღი გეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით. გთხოვთ, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ინფომაციის დროული მიღება.
სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე sms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (ვადის გასვლის შემდეგ გამოგზავნილი განცხადებები არ განიხილება). გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება 25 სექტემბრამდე და საგანი აისახება თქვენს ბაზაში. სასემინარო ნაკადებზე შეძლებთ რეგისტრაციას საერთო წესით.
სასემინარო მეცადინეობის განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 28 სექტემბრის 17:00 საათზე. სემინარებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 სექტემბრის 17:00 საათიდან. უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად.
ამასთან ერთად გაცნობებთ , რომ სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე , 15 სექტემბრის 16:00 დან 18:00 საათამდე იურიდიულ ფაკულტეტზე (II აკადემიური კორპუსის რესურსცენტრი, ოთახი 111) იმუშავებს სტუდენტებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი , რომელიც კონსულტაციებს გაგიწევთ ამ პროცესის წარმართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ საგნის არჩევაში.
ინფორმაციის გაცვლის მიზნით შექმნილია ჯგუფი, სადაც შეგეძლებათ თქვენთვის საინტერესო საკითხების დაზუსტება.
გისურვებთ
სასურველი
ინდივიდუალური
ცხრილის
შედგენას
!