2016-01-23
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2016 წლის სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი

თსუ რექტორის 2015 წლის 7 დეკემბრის #219/01–01 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 25 აპრილს ტარდება ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმი.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობისათვის, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #151/01–01 ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ თანახმად, გთხოვთ, თანდართული ფორმების მიხედვით წარმოადგინოთ 2013–2015 წლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ასევე საკონკურსო მოხსენება - Word (ტექსტური) და Ppt (პრეზენტაციის სახით). წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭო შეარჩევს საუკეთესო დოქტორანტს, მაგისტრს და ბაკალავრიატის სტუდენტს ფორუმში მონაწილეობისათვის.
პუბლიკაციები კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2015 წლის 26 თებერვლისა (მისამართი: ჭიაურელის ქ. 2, III სართული, ოთახი #38).
მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
(2016 წლის 15 იანვრის #61 სხდომის გადაწყვეტილება)
დანართი 1 - დოქტორანტებისათვის
დანართი 2 - მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

« იხ. ყველა სიახლე