2016 წლის 28 დეკემბერს, 16.00 საათზე შედგება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტის ლანა გაწერელიას სადისერტაციო ნაშრომის „მწვავე HCV ინფექცია, ვირუსის კინეტიკა, იმუნური პასუხი და დაავადების გამოსავალი როგორც მონო, ასევე HIV/HCV კო-ინფექციით პაციენტებში საქართველოში“ დაცვა.
დაცვა შედგება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში. მისამართი: ბელიაშვილის ქ. 78, აუდიტორია N329