ბეჭდვა |/ დახურვა |
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტთა საყურადღებოდ!
თსუ რექტორის 2015 წლის 29 ივლისის №:126/01-01 ბრძანების თანახმად, მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურს 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტებისათვის საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად.
საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის მედიცინის ფაკულტეტი შეარჩევს არაუმეტეს 5 სტუდენტისა. შერჩევა ხორციელდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ შექმნილი კომისიის მიერ, ზემოაღნიშნული ბრძანების დებულებათა გათვალისწინებით (იხ. დანართი /ge/juridical/orders/zrO__f0b54SsBN_K-/?p=1).
გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 25 მარტის 18 საათისა, მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში (მე-2 სართული, ხათუნა გუნდიშვილთან) წარმოადგინოთ თქვენი სამეცნიერო პუბლიკაციები, რანჟირებული თანდართული სქემის შესაბამისად (იხ. დანართი 1)
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა) დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე;
ბ) დოქტორანტებზე, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
გ) დასაფინანსებელ სემეტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე.