2016-02-01

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ.რექტორის ბრძანება)

ოტორინოლარინგოლოგია - 1 რეზიდენტი/მაძიებელი
ენდოკრინოლოგია - 1 რეზიდენტი/მაძიებელი
თერაპიული სტომატოლოგია - 5 რეზიდენტი/მაძიებელი
ორთოპედიული სტომატოლოგია - 5 რეზიდენტი/მაძიებელი
ლაბორატორული საქმე - 10 რეზიდენტი/მაძიებელი
ინფექციური სნეულებები - 2 რეზიდენტი/მაძიებელი




საბუთების მიღება - 28 იანვარი - 4 თებერვალი;
გასაუბრება - 5თებერვალი
შედეგების გამოცხადება - 8 თებერვალი


კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები :

) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ ( თანდართული ფორმის მიხედვით );
) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან / და შესაბამისი ცნობა ( დედანი );
) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი );
) ავტობიოგრაფია (CV);
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად
წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება !

დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული
Print

« იხ. ყველა სიახლე