2015-12-14
საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერა XXI-ს სესია-სემინარი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე
15 დეკემბერს 13:00 თსუ მედიცინის ფაკულტეტზე (მისამართი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ჭიაურელის 2, მე-3 სართული) საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერა XXI, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე გამართავს სესია-სემინარს.სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციულ უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, მოხალისეობის პრინციპსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
სესია-სემინარს ჩაატარებენ ჰერა XXI-ეს ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მაია პარკაული და ასოციაციის თანასწორ - განმანათლებელი ნინო ცქიფურიშვილი.
« იხ. ყველა სიახლე