2015-12-14
15 დეკემბერს 13:00 თსუ მედიცინის ფაკულტეტზე (მისამართი: მედიცინის ფაკულტეტის
დეკანატი, ჭიაურელის 2, მე-3 სართული) საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერა XXI,
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე გამართავს
სესია-სემინარს.
სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების
წესზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციულ უფლებებზე, გენდერულ
თანასწორობაზე, მოხალისეობის პრინციპსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემების პრევენციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
სესია-სემინარს ჩაატარებენ ჰერა XXI-ეს ექიმი-რეპროდუქტოლოგი,
მეცნიერებათა დოქტორი მაია პარკაული და ასოციაციის თანასწორ -
განმანათლებელი ნინო ცქიფურიშვილი.
« იხ. ყველა სიახლე